თბილისში ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე 4 პირი დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენებია, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის შენობის ღობეზე აღმართული ისრაელის დროშა ჩამოხსნეს და ფეხით შედგნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ ისრაელის დროშის შელახვის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით [174-ე მუხლი 18 პრიმა] წარმოება დაიწყო.

უწყების ცნობით, დაჯარიმდა 4 ირანელი სტუდენტი. დროშა გუშინ ადგილზე თავიდან დაკიდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი