სამტრედიაში მოკლული კაცი 36 წლის კობა მეფარიშვილია. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლი ახლობლის სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, კაცს 10-ზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი.
რას უკავშირდება მომხდარი უცნობია, თუმცა როგორც ადგილზე ამბობენ, მეფარიშვილი ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან იყო კავშირში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.