
21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია.
15 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის წყარო არის ლენჯერი, 6 პაციენტის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 3 პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2 შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.