დღეიდან დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა სვანეთში საკარანტინო რეჟიმი უქმდება

გამოქვეყნდა:

დღეიდან, 21 აგვისტოდან დაბა მესტისაა და სოფელ ლენჯერის გარდა სვანეთში საკარანტინო რეჟიმი უქმდება.ა მის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

სვანეთში ეპიდემიოლოგების ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ. ბოლო მონაცემებით, გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი ჯამში 49 ადამიანს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო, სვანეთში, 10 აგვისტოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი