"ღაზაში საწვავი არ შევა" | ისრაელის თავდაცვის ძალები

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღაზაში საწვავი არ შევა. ეგვიპტესა და ღაზას შორის "რაფაჰის" სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში მხოლოდ საკვები, წყალი და სამედიცინო დახმარება დაიშვება - "ღაზაში საწვავი არ შევა" - თქვა ჰაგარმა

მისივე ცნობით, დღეს ღაზაში შესულ ჰუმანიტარულ დახმარებას ანკლავის სამხრეთ ნაწილს მიაწვდიან.

შეგახსენებთ, რაფაჰის გამშვები პუნქტი დღეს დროებით გაიხსნა ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი