რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა | CNN

გამოქვეყნდა:

CNN-ის ცნობით, რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. თუმცა, 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადასვლის შემდეგ, გამშვები პუნქტი ისევ დაიკეტა.

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზის სექტორში 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. თავდაპირველად განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა, მოგვიანებით კი ეგვიპტემაც დაადასტურა.

რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ახლა არის ჰუმანიტარული დახმარების ერთადერთი გამტარი, მას შემდეგ რაც ისრაელმა დახურა სხვა სასაზღვრო პუნქტები ღაზის სექტორიდან და მისკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი