ხმაური მცხეთის სასამართლოში - შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ. შეუძლოდ გახდა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ. მცხეთის სასამართლოში, პროცესზე ცუდად გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. პროცესი შეწყდა.

ზ.ხ. უკვე მეოთხე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის საქმიდან იმ პროკურორის აცილებას ითხოვს, რომელმაც ჩვენება მისივე თქმით, ძალადობის შედეგად მიაცემინა, გარდა ამისა, ზ.ხ. ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორზე დაკითხონ.

უფლებადამცველები კი არასრულწლოვნების უფლებების დარღვევასა და მცხეთის რაიონული სასამართლოს პრობლემებზე საუბრობენ. ადვოკატები იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავენ, მოაწესრიგოს სასამართლოს შენობაში ინვენტარის პრობლემა, რადგან მათი თქმით, სასამართლო დარბაზში არ არის საჭირო რაოდენობის მაგიდები, სკამები და ვერ სარგებლობენ ელექტრონული საშუალებებით - ქალბატონო თეა, იქნებ დაგვდოთ პატივი და გამოგვიყოთ 5 მაგიდა - მიმართავენ ადვოკატები წულუკიანს.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში 6 არასრულწლოვნის მორიგი სასამართლო იმართება. პროცესის გაგრძელების შემთხვევაში,  პროკურატურა საკუთარ მოწმეებს გამოკითხავს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი