"მთავარი არხის" ჟურნალისტმა შსს დატოვა. გიგლა თუმანიშვილს საგამოძიებო უწყებაში თითქმის 2 საათის განმავლობაში მის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხავდნენ.
სამართალდამცველების მთავარი კითხვები მობილურ ტელეფონს უკავშირდებოდა. შსს დაინტერესდა ვინ მიაწოდა და სად შეხვდა ჟურნალისტი ადამიანს, რომელმაც ეს ტელეფონი გადასცა.
"მთავარი არხის" ჟურნალისტმა მინიჭებული კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა და წყაროს ვინაობა არ გაამხილა.
როგორც მოსალოდნელი იყო გამომძიებლებს შეკითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ ვინ მოგვაწოდა ეს ტელეფონი და რა მომიწერები იყო შიგნით. ცხადია მე არ დამისახელებია იმ ადამიანის ვინაობა, ვიცნ ის მომაწოდა. დანარჩენს ალბათ გამოძიება შეისწავლის და გაარკვევს ეკუთვნის თუ არა ის ოქროს მოწმებს, - თქვა გიგლა თუმანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიგლა თუმანიშვილი შსს-მ მოწმის სახით გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც ,,მთავარმა არხმა'' გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსკლუზიურად მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელიც სავარაუდოდ ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილსა და გამომძიებელს შორის შედგა.