"აფეთქებაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები... აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გეგმური სამუშაო" | "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

"თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის, ირაკლი დეკანოიძის თქმით, ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, დეკანოიძე ამბობს, რომ გაზის შეწყვეტისა და გაზმომარაგების აღდგენის შესახებ მოსახლეობა შესაბამისი წესის მიხედვით გაფრთხილებული იყო.

"ჯერჯერობით ჩვენ ვერ მოვახერხეთ ბინაში შესვლა. დაცულია ტერიტორია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არ გვაქვს დათვალიერებული ფართი... აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გეგმური სამუშაო. გაფრთხილებული იყო მოსახლეობა დადგენილი წესის შესაბამისად. გაზმომარაგების აღდგენაც მოხდა ტექნიკური ნორმების, ანუ უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და გათვალისწინებით. მოსახლეობას შეტყობინება ჰქონდა მიღებული. გეგმური სამუშაო, ქსელის რეკონსტრუქცია მიდიოდა და მოსახლეობა დადგენილი წესის შესაბამისად იყო ინფორმირებული", - თქვა ირაკლი დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, რამაც აფეთქება გამოიწვია.  კლინიკაში კიდევ 2 ადამიანია გადაყვანილი. ხანძრის შედეგად დაშავდა 3 პირი, ისინი ხეჩინაშვილი კლინიკაში არიან გადაყვანილები, მათგან ერთის მდგომარეობას კრიტიკულია.   

ხანძრის შედეგად დაშავებულია 3 პირი, მათგან 1 მძიმე მდგომარეობაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი