კომპანიის დაახლოებით 1 630 000 ლარი მიითვისა | სააქციო საზოგადოებაში დასაქმებული პასუხისგებაში მისცეს

გამოქვეყნდა:

ფიფნანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. 

უწყება ამბობს, რომ პასუხისგებაში მიეცა პირი, რომელმაც სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მიითვისა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებაში ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და რომელსაც მინდობილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიითვისა კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 1 630 000 ლარი", - წერია განცხადებაში.

აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი