ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანე", შესაძლოა, დაანგრიოს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანე", შესაძლოა, დაანგრიოს. "სავანეს" მფლობელების განმარტებით, მერია კაფესა და მის გვერდით მდებარე საპირფარეშოს დემონტაჟს, მათ ადგილებზე კი ახალი ობიექტის აშენებას გეგმავს.

კაფეს შენარჩუნების მიზნით მფლობელებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. პარალელურად დავამ სასამართლოში გადაინაცვლა, ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც "სავანის" მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს.

დღეს მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ქალაქის ბულვარში არსებული ერთადერთი კაფე დაინგრევა თუ არა.

"ქუთაისის მერია მეოთხე წელია ჩვენ კუთვნილ კაფე-ბარ სავანეს და ისტორიულ შენობას, ისტორიულ ადგილს ქუთაისში ებრძვის. მიმდინარეობს სახელმწიფო რეკეტი, ყველა დონეზე, ამაში ჩართულია როგორც პროკურატურა, სუს-ი, სასამართლო სისტემა, მთლიანად სახელმწიფო მანქანა გვებრძვის გაყალბებული დოკუმენტებით", - ამბობს მფლობელი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი