საიდუმლო ბიზნესი ოკუპანტებთან | აგარის პოლიციის ხელმძღვანელი კონტრაბანდისთვის დაიჭირეს

გამოქვეყნდა:

საიდუმლო ბიზნესი ოკუპანტებთან, კონტრაბანდა და უკანონო იარაღი - ამ ბრალდებებით გენერალურმა ინსპექციამ აგარის პოლიციის უფროსი საკუთარ კაბინეტში დააკავა. იოსებ გელაშვილის წინააღმდეგ მთავარი ბრალდება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან სიგარეტის კონტრაბანდაში მონაწილეობას უკავშირდება. ქსელი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ცხინვალიდან შემოსული სიგარეტი აგარისა და მიმდებარე სოფლების ყველა მაღაზიაში იყიდებოდა. საწყობი კი პოლიციის მაღალჩინოსანს ფაქტობრივად საკუთარ კაბინეტში ჰქონდა მოწყობილი, საიდანაც პოლიციამ ნივთმტკიცებები ამოიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი