თბილისში ტაქსის მძღოლმა ტურისტს, ინდოეთის მოქალაქეს 800 დოლარი წაართვა. როგორც ტურისტი ყვება, აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე, მძღოლი მას უკაცრიელ ადგილზე დატოვებით დაემუქრა და მთლიანად წაართვა ფული, რომელიც თან ჰქონდა.
ქალი ამ დრომდე თბილისშია და უშედეგოდ ელოდება სამართალდამცველების რეაგირებას და წართმეული ფულის დაბრუნებას.
"მამაკაცი, რომელიც არ გამოიყურებოდა ღარიბად, მითხრა, რომ უბერის მძღოლი იყო. მე ჩავჯექი მის მანქანაში, მაგრამ მალე მივხვდი, რომ თაღლითი იყო. მერე აგრესიული გახდა და მითხრა, თუ მთელ ფულს არ დავუტოვებდი, არ ჩამიყვანდა და ქალაქში. მარტო ვიყავი ჩაკეტილი მის მანქანაში, ამიტომ, საკუთარი სიცოცხლე რომ გადამერჩინა, ფული მივეცი. ღამის პირველი საათი იქნებოდა. მერე პოლიციაში განვაცხადე ყველაფერი.
პოლიცია ძალიან კარგად მომექცა, მაგრამ არანაირი ახალი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ ჩემთვის.
ოთხი დღე გავიდა და არაფერი ისმის. მე მათ მოვუყევი ყველაფერი, თუ როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, რა ეცვა და ასე შემდეგ და სანამ დავასრულებდი საუბარს, მათ უკვე ამოიცნეს ის პიროვნება და მისი ფოტოც მაჩვენეს. ეს იყო გუშინწინ. მათ მითხრეს, შეგიძლია ხვალ მოხვიდე და შენს თანხას დაგიბრუნებთო. მაგრამ მას მერე არაფერი ისმის. საერთოდ უფულოდ ვარ აქ." ამბობს დაზარალებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 180-ე, თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.