ლექსო რაფავას საქმე სტრასბურგში გაიგზავნება. რაფავას საქმეზე რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და ყოფილ პოლიციელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. აქედან 2 წელზე მეტია, რაფავა უკვე საპატირმოში იმყოფება.
ლექსო რაფავა 2021 წლის არჩევნების წინ დააკავეს, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. პირველივე დღიდან ლექსო რაფავა და მისი ადვოკატები საქმეში არსებულ დარღვევებზე და პოლიციის მხრიდან იარაღის ჩადებაზე საუბრობდნენ.