ტურისტების გაუპატიურების მცდელობა თბილისში | დაკავებულია 40 წლამდე ასაკის კაცი

გამოქვეყნდა:

თავდასხმა ტურისტზე თბილისის ცენტრში. შემთხვევა მთაწმინდაზე მოხდა. მამაკაცმა რუსეთის მოქალაქეზე სექსუალური ძალადობა სცადა და ქალს მობილური წაართვა. ტურისტმა თავდამსხმელის მოგერიება შეძლო და პოლიციას მიმართა. 

სავარაუდო მოძალადე - გასან გასანოვი უკვე დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით 40 წლამდე კაცმა რამდენიმე კვირის წინ,  კანადის მოქალაქეზეც სცადა ძალადობა და ბრალიც სწორედ ამ საქმეზე აქვს წაყენებული. ბრალი ოფიციალურად მას გუშინ წაუყენეს. პროკურატურა გასანოვს ძარცვას და გაუპატიურების მცდელობას ედავება. დაკავებულს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა და ის გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. გასანოვი დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულის ადვოკატი კი ფისიქიკური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

"ბრალდების წარდგენა მოხდა გუშინ, დუმილის უფლებას იყენებს. გუშინ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება... ბრალდებულს დაენიშნება სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა გამოძიების ეტაპზე", - თქვა ადვოკატმა.

ტურისტებზე ძალადობის შემთხვევები მთაწმინდაზე იმ ადგილას დაფიქსირდა, სადაც 1 წლის წინ შანაი ბრუკის ცხედარი იპოვეს.  
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი