ახალი შესაძლო კორუფციული სკანდალი. როგორ მდიდრდებიან სასამართლო კლანის მოსამართლეები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ხმაურიან დასკვნას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მოსამართლეები ყოველ წელს სოლიდური თანხით საჩუქრდებიან. თუმცა, მესამე სექტორს რჩება განცდა, რომ დეკლარაციებში ოჯახის წევრები ფორმალურად მხოლოდ კანონის გვერდის ასავლელად ფიგურირებენ. რეალურად კი ამ სქემით ინიღბება სისხლის სამართლის დანაშაული - კორუფცია. IDFI-ის ანგარიშში კონკრეტული პირები ფიგურირებენ. სიის ტოპ ათეულში ვინც ყველაზე უხვად დასაჩუქრდა, ამერიკის მიერ სანქცირებული და კლანის ლიდერად წოდებული მიხეილ ჩინჩალაძეა.