გარდაცვლილი ჯარისკაცის დედას კომენტარის გაკეთების საშუალება არ მისცეს

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტრო ვაშლიჯვრის ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის შესახებ ისევ დუმს. 19 წლის რეზი ჩხეიძე  სამხედროებმა უგონო მდგომარეობაში საგუშაგოზე იპოვეს. 

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ვაშლიჯვრის ბაზაზე დილიდან მუშაობს, თუმცა სპეციალური ოპერაციების ძალების ყველა თანამშრომელი დუმილს ამჯობინებს. 

გარდაცვლილის დედას დღეს სატელევიზიო განცხადების გაკეთება სურდა, თუმცა ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბიჭის ბიძა მას ფიზიკურად ეწინააღმდეგება და კომენტარის საშუალებას არ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბიჭი ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის საგუშაგო კოშკზე მარტო იმყოფებოდა და ტელეფონზე საუბრობდა, ამის შემდეგ კი გასროლის ხმა გაიგეს. 


ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი