მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობის ოთხ ეპიზოდს ედავებიან

გამოქვეყნდა:

ყველაზე ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ბრალდება იცვლება - ახლა ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობის ოთხ ეპიზოდს ედავებიან. პროკურატურამ ჩოგბურთელს ბრალი დაუზუსტა და სასამართლო პროცესზე ეცდება დაამტკიცოს, რომ სპორტსმენი მეუღლეზე სისტემატიურად, გენდერული ნიშნით ძალადობდა. ბრალდების გარდა ბასილაშვილის საქმეში უმნიშვნელოვანეს პუნქტად რჩება აღკვეთის ღონისძიების საკითხი. არ არის გამორიცხული, რომ გირაო, რომლის სანაცვლოდაც ჩოგბურთელი ამ დროისთვის გათავისუფლებულია გაუქმდეს და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ციხეში აღმოჩნდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახში დღეს მედიასთან საუბარი არავინ ისურვა.  მსოფლიოს 27-ე ჩოგანს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად დაუმძიმდა.  ნელი დოროყაშვილის ადვოკატების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული მტკიცებულებებით, დადგინდა რომ ჩოგბურთელი გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდა უკვე ყოფილ მეუღლეს,  ნიკოლოზ ბასილაშვილს ნელი დოროყაშვილი, მასზე სისტემატიური ხასიათის გენდერული ნიშნით ფიზიკურ და ფსიქიოლგიურ ძალადობაში ადანშუალებს. რაც მის პასუხისმგებლობას  ამძიმებს.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტებმა მოიპოვეს  ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და  გამოძიებას მიაწოდეს. სწორედ  ამ დოკუმენტებით მტკიცდება, რომ 21 მაისის  სავარაუდო ძალადობა, ერთადერთი არ ყოფილა და ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ადრეც ძალადობდა.  ყოფილი მეუღლის ბრალეულობაზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს ნელი  დოროყაშვილი.

დაზარალებულის ადვოკატების  საპირისპიროს  ამტკიცებს  ბასილაშვილის  უფლებადამცევლი. ირმა ჭკადუა ნელი დოროყაშვილსა და მის ადვოაკატებს ცილისწამებასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშუალებს და ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე წარმატებულ ჩოგბურთელზე  ყველა მნიშვნელოვანი მატჩის წინ ფსიქოლოგიურად თავად ძალადობს. ჭკადუა, ამტკიცებს, რომ ბასილშვილს ბრალი არათუ დაუმძიმდა, პირიქით შეუმსუბუქდა და  მოსალოდნელი სასჯელი კიდევ უფრო შემცირდა. უფლებადამცელი გამორიცხავს, რომ გირაო, წინასწარი პატიმრობით შეიცვალოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი,  ახალ ბრადლებებზე არ საუბრობს. ამბობენ, რომ საქმის დეტალები კარგად არ იციან.
ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს.  ახლა, 20 ოქტომბერს  მოსამართლემ მტკიცებულებები უნდა განიხილოს და  ამის შემდეგ გადაწყდება დაუმძიმდება თუ არა პასუხისმგებლობა ნიკოლოზ  ბასილაშვილს

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი