სუს-ის მაღალჩინოსნები ოკუპანტების მიერ გატაცებული მღებრიშვილის ოჯახს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

სუს-ის მაღალჩინოსნები ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახში იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. ეს შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და მეჯვრისხევიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი ტყვეობაში დატოვა. გატაცებულის ოჯახი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტეიელბას აპროტესტებს და ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს. ისინი სატელეფონო მუქარის შესახებაც ლაპარაკობენ - ირკვევა, რომ საიდუმლო ზარის ავტორმა, გატაცებულის ოჯახს მოსთხოვა გაჩუმებულიყვნენ.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში დარჩენილ მოქალაქეს, ცხინვალის ციხეში ყოფნა კიდევ თვენახევრის განმავლობაში მოუწევს. მას სასჯელის ნაწილი მოხდილი აქვს.  დეფაქტო სასამართლომ მღებრიშვილს 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოკუპირებულ ქალაქში მიღებულ გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა, სოფელ  მეჯვრისხევში. ხვიჩა მღებრიშვილის ნათსავები პასუხისმგებლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს.
მათი თქმით, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები რომ გადადგმულიყო ხვიჩა მღებრიშვილი ისევე დატოვებდა საპატიმროს, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდება ხოლმე და მათ მხოლოდ ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.

მღებრიშვილები პრემიერ მინისტრსა და პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და გაათავისუფლონ ხვიჩა მღებრიშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებს აანონსებენ და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ.


ხელისუფლების არაეფექტურ ნაბიჯებზე საუბრობს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია". მისი ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ თუ იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადადგმული, მღებრიშვილი ისევე მალე დატოვებდა საპატიმროს, როგორც ეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში მოხდა.

გარდა ამისა, მღებრიშვილების ოჯახი ამბობს, რომ მათ უცნობი პირები უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ არ ისაუბრონ უკანონო ტყვეობაზე და ტყვედ მყოფის გათავისუფლებაზე. დაკავებულის ოჯახი ამ ყველაფერშიც ხელისუფლებას ადანაშაულებს, თუმცა ამ ფაქტში მონაწილეობა კატეგორიულად  გამორიცხა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა , რომელიც მეჯვრისხევში მღებრიშვილის ნათესავების ნაწილთან შესახვედრად იყო ჩასული. მან გატაცებულის ნათესავებს ხცელი ხაზით  მიღებული ინფორმაცია მიაწოდა.

დღეს განცხადება  შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების მიზნით ყველა საერთაშორისო ბერკეტს იყენებს.

 

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი