ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში კომპანიებს აფუძნებენ | ჩინელი ტურისტების რაოდენობა გაზრდილია

გამოქვეყნდა:

 ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში გაზრდილია. მაჩვენებელმა მას შემდეგ მოიმატა, რაც პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით ჩინეთთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას ადასტურებენ ტურ-ოპერატორებიც. ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში კომპანიებს აფუძნებენ. ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ და პარალელს რუსი ტურისტების სიმრავლესთან ავლებენ.

ბოლო 6 თვეში 12 700 ჩინეთის მოქალაქე შემოვიდა ჩვენ ქვეყანაში 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7 400 იყო.

ტუროპერატორები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მსგავსად ჩინეთიდან შემოსულმა ადამიანებმაც იყიდონ საქართველოში უძრავი ქონება , გახსნან კომპანიები და და ხანგრძლივი პერიოდით დარჩნენ საქართველოში.

მოქმედი რეგულაციის მიხედვით ჩინეთის მოქალაქეებს 30 დღე შეუძლიათ საქართველოში დარჩენა შემდეგ საკმარისია მხოლოდ ერთხელ გადაკვეთონ საზღვარი გადავიდნენ თუნდა ერთი დღით თურქეთში და შემდეგ ცხოვრება მომდევნო 30 დღით ისევ საქართველოში გააგრძელონ.

შეგახსენებთ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ჩინეთისა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები, პირველ ეტაპზე, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება და ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი