პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა.
"ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა, მეტი ტურისტების მოზიდვა, ჩამოყვანა საქართველოში. [...]
ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. დღეიდან. შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება, კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში", - თქვა ღარიბაშვილმა.