"იაკობ ბრეგვაძეს კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია" - ირმა ჭკადუა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებების ინტერპრეტირება ხდება.

ფოტოგრაფ  იაკობ ბრეგვაძის 20 ივნისით დათარიღებულ ჩვენებაზე ადვოკატი ირმა ჭკადუა, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.

ჭკადუა ასევე ამბობს, რომ მას ამ კონკრეტულ ოქმზე ხელი არ აქვს მოწერილი და  მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა.

ადვოკატის განმარტებით, ბრეგვაძემ  სწორედ საგამოძიებო ექსპერიმენტში მიუთითა ყველა ინფორმაცია თუ რა ადგილიდან - რას ხედავდა. 

ადვოკატი აზუსტებს იმასაც, რომ ბრეგვაძეს კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლო და ახვლედიანიც თეთრი პერანგის გამო გამოარჩია და დაასახელა.

მას კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია, არც ამოცნობაში მიუღია მონაწილეობა. დასავლეთით, ხიდის ბოლოსკენ მიმავალი თეთრ პერანგიან ბიჭზე ივარაუდა, რომ ახვლედიანი იყო. ვინაიდან მან იცოდა, რომ ახვლედიანს ეცვა თეთრი პერანგი.
ხოლო მეორე გზაზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ჯერ რომ არ იყვნენ გადასულები, დაინახა სილუეტები, რომლის ამოცნობაც მას არ შეუძლია. სხვა დანარჩენი მას არ დაუნახავს და არც ინფორმაცია გაუცია ამის თაობაზე,
- ამბობს ირმა ჭკადუა

ადვოკატ ჭკადუას გამოსვლას, Facebook პოსტით არჩილ გაგნიძის ადვოკატი გამოეხმაურა. ვასილ მამულაშვილი წერს, რომ ბრეგვაძის ამ დრომდე მიწოდებული ინფორმაცია სიცრუეა, რაც საბაბია, რომ სასამართლოში მტკიცებულებითი ღირებულება არ ჰქონდეს.

"ჭკადუამ თავად დაადასტურა, რომ:
1. ქალბატონი ჭკადუა არ იცნობს იაკობ ბრეგვაძის 20.06.2020 და 21.06.2020 წლის გამოკითხვის ოქმებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ბრეგვაძის ჩვენებები თანმომდევრულია?! (როგორ არ ვიცი..)
2. ქალბატონი ჭკადუა ფაქტიურად ადასტურებს, რომ 02.08.2020 წლის საგამომიებო ექსპერიმენტში ასახულია არასწორი ინფორმაცია და იაკობ ბრეგვაძეს არ უთქვამს (თუმცა ოქმში ესეა), რომ მან არაგვის ხიდზე დაინახა 2 პიროვნება, რომელიც არ იყვნენ მასთან თანმყოფი პირები (თუმცა ოქმში ასეა ასახული რასაც ბრეგვაძე და ჭკადუა აწერენ ხელს..
3. თუ ჭკადუა ადასტურებს მისთვის უცნობი ბრეგვაძის 20.06.2020 წლის გამომითხვის ოქმის სისწორეს, აღნიშნულ ინფორმაციას, რომ camry-დან გადმოვიდა თითქოს 3 პიროვნება და 2 პირს 10 წუთი ფიზიკურ და შიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა - შემთხვევით არსებით წინააღმდგობაში ხომ არაა ვიდეო მასალასთან და იაკობ ბრეგვაძის 02.08.2020 წლის საგამოძიებო ექსპერიმენტთან.. პასუხია: კი მოდის არსებით წინააღმდეგობაში," 
- წერს ვასილ მამულაშვილი

ცნობისთვის, 20 ივნისის ჩვენებაში იაკობ ბრეგვაძე წერს, რომ მან დაინახა, რომ სავარაუდოდ მერსედესის 3 მგზავრი სცემდა 2 პირს.
 
პარალელურად პროკურატურა ამტკიცებს სულ სხვა ვერსიას, რომ ტოიოტადან გადმოსული 5 მგზავრი გაეკიდა შაქარაშვილს და მის მეგობრებს, შაქარაშვილმა გადაუხვია მეორე ხარისხოვან გზაზე , ჩაირბინა ხევში სადაც ჩაყვნენ მდევრები და ჩხუბი სწორედ იქ მოხდა.

პროკურატურის ვერსიით გამოდის, რომ ჩხუბი იმ პერიმეტრზე არ მომხდარა, რასაც ბრეგვაძე სავარაუდოდ ხედავდა. 

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ჯამში საქმეზე დაკავებული 17 პირი წინასწარ პატიმრობაშია.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც  13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან. 

ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი