დღეს დადასტურებული 9 შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 1-ის წყარო უცნობია - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 22 აგვისტოს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 1-ის წყარო უცნობია.

9 შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ, 4 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალია, 3 შემოტანილი შემთხვევა, 1 შემთხვევაზე გრძელდება კვლევა კონტაქტების მოძიების მიზნით, რომ დადგინეს წყარო, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 31 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

22  აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1394
  • გამოჯანმრთელებულია - 1132
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 903
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -278, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი