"ისრაელიდან საქართველოში, ბოლო 24 დღეში, 15 000 ადამიანი გაემგზავრა" | ლაშა ჟვანია

გამოქვეყნდა:

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას თქმით, საერთო ჯამში24 დღის განმავლობაში ისრაელიდან საქართველოში 15 000 ადამიანი გაემგზავრა. როგორც მან "პალიტრანიუსთან" განაცხადა, მათ შორის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500 პირია. 

"ბოლო 24 დღის განმავლობაში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-მდე პირი გამოემგზავრა. ორმაგი მოქალაქეობის პირებს ვერ ვითვლით. საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში გაემგზავრა 15000 ადამიანი, მათ შორის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 1500-ია",- თქვა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი