თბილისში, ჭავჭავაძეზე ლომბარდი დააყაჩაღეს | არსებული ინფორმაციით, წაღებულია დიდი რაოდენობის თანხა

გამოქვეყნდა:

თბილისში, ჭავჭავაძის 37 ნომერში ლომბარდი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ, 30 ოქტომბერს საღამოს საათებში მოხდა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს აცნობეს, ლომბარდ "ტონვექსიდან" წაღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თანხა. საუბარია დაახლოებით 800 ათას აშშ დოლარზე.

"მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, რომ დაკავებულია 2 პირი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი