
ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით უწყების 4 თანამშრომლის ინფიცირებას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ინფექეცია მხოლოდ 1 ადამიანს დაუდასტურდა.
სამინისტროს ინფორმაციით, covid 19 რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და ის დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მასთან კონტაქტში მყოფ ყველა პირი კი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაშია.
გარდა ამისა, როგორც სამინისტროში "მთვარს" უთხრეს, რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებს PCR ტესტირებაც ჩაუტარდათ და ინფიცირებულის გარდა, ყველა პასუხი უარყოფითია. ტიკარაძის უწყებაში ირწმუნებიან, რომ სამინისტროს შენობაში დეზინფექცია ორჯერ ჩატარდა, მათ შორს ბოლო - გუშინ. სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სხვა თანამშრომლების გატესტვა არ იგეგმება.