თბილისში, კრიპტო ვალუტის სერვისცენტრიდან 800 ათასი დოლარი გაიტაცეს | რა მოხდა ვაკეში - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

მასშტაბური ძარცვა თბილისის ცენტრში - ჭავჭავაძის გამზირზე კრიპტო ვალუტის ერთ-ერთი სერვისცენტრი რამდენიმე წუთით კრიმინალური გარჩევის ეპიცენტი გახდა. ერთმანეთს ორი დაჯგუფება დაუპირისპირდა და შედეგად ერთ-ერთი ჯგუფის წევრებმა 800 ათასი დოლარი გაიტაცეს. ძარცვამ ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩაიარა - მოწმეები ყვებიან, რომ სროლა არ ყოფილა, და იყო მხოლოდ რამდენიმეწუთიანი დაძაბული დაპირისპირება დაჯგუფებებს შორის. 

დანაშაული კრიპტოვალუტის სერვისცენტრში მოხდა, რომელიც რუს ბიზნესმენებს ეკუთვნის. წინასწარი ვერსიით, ერთი ჯგუფის წევრებმა ელექტრონული ფული გაანაღდეს და თავდასხმაც ამ დროს მოხდა. პოლიცია ადგილზე მთელი საღამოს განმავლობაში მოშაობდა, მაგრამ ჩვენივე წყარო გვატყობინებს, რომ კრიმინალური ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი ჩინების მფარველობით სარგებლობენ და პოლიცია მათ პრობლემებს ვერ შეუქმნის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი