ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ვახტანგ ტაბიძეს სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაში ადანაშაულებენ. დღევანდელ სასამართლოზე დაცვის მხარემ 5 ათასლარიანი გირაო შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულის გათავისუფლებაზე უარი თქვა.
20 აგვისტოს, "მთავარი არხის" ეთერში გავიდა სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს ჯიხურის მეპატრონეს ახალგაზრდა მამაკაცი და ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებას აყენებს.
გამოძიება ტაბიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.