ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში 29 წლის კაცი მოკლეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მას მეზობელი სოფლის ახალგაზრდებთან დაპირისპირება ჰქონდა.
გარდაცვლილი საკუთარ სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებულები არიან.