დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს ავტომობილით გადაადგილების დროს ესროლეს

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა ისმოდა დმანისში - მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ცეცხლი  მაშინ გაუხსნეს, როცა გიორგი ტატუაშვილი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მისი მანქანის მისამართით რამდენჯერმე გაისროლეს. 

"მთავარი არხი" ამ წუთებში ცდილობს მისი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის დაზუსტებას. 

ყოფილი მერი და მისი გარემოცვა ძალადობრივი თავდასხმის სამიზნე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც გახდნენ, სადაც ტატუაშვილი ოპოზიციის სახელით გამოდიოდა. მაშინ ხელისუფლებას არავინ დაუსჯია. ძალადობის სავარაუდო წამქეზებელი და შემსრულებელიც სწორედ ქართული ოცნების ადგილობრივი მაღალჩინოსნები იყვნენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი