დედაქალაქში ახლა საგანგებო რეჟიმი უნდა იყოს ამოქმედებული. საპოლიციო რეიდითა და სხვა ოპერატიული ღონისძიებებით სამართალდამცველები გაცეულ პატიმრებს უნდა ეძებდნენ, მაგრამ თბილისში ახლა არაფერი ხდება. "ავერსის" კლინიკიდან სამი მსჯავრდებულის გაქცევამ ყველაზე მეტად იუსტიციის მინისტრი შეაწუხა, რომელმაც მოულოდნელი გულწრფელობით სატელევიზიო ეთერში გაქცეულებს დაბრუნებისკენ მოუწოდა. 

შემთხვევა შუადღისას მოხდა. საბადრაგო სამსახურმა "ავერსში" სამი პატიმარი გამოკვლევებზე მიიყვანა. რა მოხდა შემდეგ არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ სამივე დამნაშავე შენობის ერთადერთი გასასვლელიდან დაუბრკოლებლად გაიქცა. სად იყვნენ ამ დროს საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები, რატომ არ იყო უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და რაც მთავარია - ვინ არიან, რამდენად მძიმე დანაშულის გამო იხდიდნენ სასჯელს გაქცეულები - ხელისუფლება ყველაფერს მალავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი