გორში, ორ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 17 წლის ბიჭი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როდესაც ისინი გამოძახებაზე მივიდნენ. შემთხვევა გუშინ, 31 ოქტომბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.