მკვლელობა რაჭაში - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში, 29 წლის კაცის მკვლელობის მიზეზი კონფლიქტი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლასო აბუთიძე კოტეჯებს აქირავებდა. გუშინ საღამოს კი მას მდგმურებმა დახმარება სთხოვეს. სავარაუდოდ სტუმრებს მეზობელი სოფლიდან გადმოსული პირები აწუხებდნენ, ლასო აბუთიძე კი ამ კონფლიქტის მოგვარებას შეეცადა, რა დროსაც დაპირისპირება  მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი დღეს, 22 აგვისტოს  საკუთარ სახლთან ახლოს, გაგუდული იპოვეს.

შსს-ს  ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი. გამოძიება კი 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დაკავებულები  დანაშაულს აღიარებენ

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი