გიორგი შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვანო ბრალდებულის ზ.ხ.-ს მამა დღეს პლიციამ დაკითხა. თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებს კითხვები დაჯგუფება "თეთრი ისართან" დაკავშირებით ჰქონდათ.
გარდა ამისა, პოლიციამ დღეს ხომასურიძის სახლიც გაჩხრიკა. "მთავართან" საუბარში ხომასურიძე ამბობს, რომ სამართალდამცველები ე.წ ფლეშკას ეძებდნენ, რომელიც თავად გაანადგურა.
ეძებდნენ ფლეშკას რომელიც მე გავანადგურე და რომელზეც იყო რაღაც-რაღაც ინფორმაცია . უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია. მე არ მჭირდება იმიტომაც გავანადგურე - ამბობს ხომასურიძე.
პოლიციამ ხომასურიძის სახლიდან ჩხრეკისას მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და საბუთები ამოიღო.
თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ მისი მოთხოვნის მიუხედავად, პოლიცია ადვოკატის მისვლას არ დაელოდა, შესაბამისად ჩხრეკაც მათი უფლებადამცველის გარეშე ჩატარდა.