შესაძლოა სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს | რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ დაკავებულებს შორის ბადრაგიცაა

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. 

როგორც ბრეგაძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ამბობს, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ გაქცეულ პატიმრებს ხელი სხვა ადამიანებმაც შეუწყვეს, ისინიც დადგებიან პასუხისმგებლობის ქვეშ.

"მესმის თქვენი ინტერესი, თუმცა ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას მუშაობაში. რადგან, შესაძლოა, მათ შორის სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. 

თუ გამოვლინდება, ხელშემწყობი იქნება ეს, თუ სხვა პირი, რა თქმა უნდა  მათ მიმართაც დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა", - განმარტავს იუსტიციის მინისტრი.

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, თუ რამდენი ბადრაგი ახლდათ გაქცეულ პატიმრებს თან. 

ბრეგაძე ადასტურებს, რომ დაკავებულებს შორის პენიტენციური უწყების თანამშრომელია და განმარტავს, რომ მისი დაკავების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

"ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ მათ შორის დაკავებული არის ჩვენი ერთი თანამშრომელი, ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, მიმდინარეობს გამოძიება და მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას. შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას ვარ მოკლებული," - ამბობს რატი ბრეგაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი