თავდასხმა დმანისის ყოფილ მერზე | თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ

გამოქვეყნდა:

დმანისის ყოფილი მერის ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორზე დაფიქსირებული ჩანაწერი შეიარაღებული თავდასხმის საქმეში მთავარი მტკიცებულება უნდა გახდეს, რადგან კადრებში მკაფიოდ ჩანს უშუალოდ თავდასხმის ეპიზოდი, ასევე როგორ ვითარდებოდა მოვლენები გასროლამდე და მას შემდეგ. ირკვევა, რომ შეიარაღებული პირები, რომლებიც გიორგი ტატუაშვილს მოკვლით ემუქრებოდნენ, დმანისის გზაზე აედევნენ. 

ვიდეო რეგისტრატორზე დაფიქსირებულია ყველა დეტალი, მათ შორის ისიც, რომ თავდასხმის დროს მაგისტრალზე საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა, თმცა ამის მიუხედავად დამნაშავეებმა ინციდენტის ადგილიდან მიმარლვა შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული კონფლიქტიდან 24 საათზე მეტია გასული და ბრალდებულებიც იდენტიფიცირებუბლები არიან, გამოძიება მათ დაკავებას არ ჩქარობს.

ყოფილი მერი ღიად ასახელებს გვარებს და თავდასხმას პოლიტიკურ შურისძებას უკავშირებს, შესაბამისად ყველა გზა ისევ ხელისუფლებასთან მიდის, რომელის ძალოვანი უწყებები ამ ეტაპზე დაზარალებულის გამოკითხვით და ერთ-ერთი ბრალდებულის სახლის ჩხრეკით არიან შემოფარგლული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი