დაპირისპირება პარკირების საკითხზე | დოლიძის ქუჩაზე 2 ადამიანი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

დოლიძის ქუჩაზე, პარკირების საკითხზე დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. "მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, შელაპარაკება მამა-შვილსა და მეზობელს შორის მოხდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მეზობელმა მამა-შვილი დაჭრა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მათ სასიკვდილო დაზიანებები არ მიუღიათ.

დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი