ოქტომბერში სიგარეტის კონტრაბანდის 24 ფაქტი გამოავლინა | დააკავეს 9 პირი

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოქტომბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 24 ფაქტი გამოავლინეს.

ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 23 პირი, მათგან დაკავებულია 9 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 74 358 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 370 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი