ავარია თერჯოლის მუნიციპალიტეტში- ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და 4 მგზავრი დაშავდა.
"მთავარის" ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო დაშავებულები საავადმყოფოში თვითმხილველებმა გადაიყვანეს.
როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა და ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა.