ვაკეში, კრიპტო ვალუტის გადამცვლელი ოფისის დაყაჩაღების საქმე - ვრცელდება კადრები, რომელიც ოფისის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დევს თუ არა ეს კადრები საქმის მასალებში.
ვიდეო, რომელიც ორი დღის განმავლობაში ანონიმური წყაროებით ვრცელდება, შესაძლოა მხოლოდ ნაწყვეტი იყოს და მისი სრული ვერსია არსებობდეს.
კადრებში ჩანს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კრიპტო სერვის ცენტრის ერთ-ერთ კონკრეტულ ოთახში იმყოფებიან. კადრებიდან შესაძლებელია ადამიანების ამოცნობა, რომლებიც ყაჩაღობის საქმეზე უკვე ბრალდებულები არიან, ერთ-ერთი დავით ფეიქრიშვილი მეტსახელად "ტყუპია", რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ცნობისთვის, საქმეზე დაკავებულია დაცვის ორი წევრი.საქართველოს პროკურატურამ კი დღეს ბრალი კიდევ 5 პირს წარუდგინა, რომლებიც მიმალვაში იმყოფებიან.