გაქცეული პატიმრების საქმე | საქალაქო სასამართლო დღეს ბადრაგის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

გაქცეული პატიმრების საქმე სასამართლოში ინაცვლებს - თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს საბადრაგო ჯგუფის უფროსის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. უცნობია დაცვის მხარის პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

საბადრაგო ჯგუფის უფროსი კი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი