"მოვალეობები იზრდებოდა, მაგრამ ხელფასი რჩებოდა იგივე", - ამის შესახებ ოპერისა და ბალეტის გაფიცული თანამშრომლები საუბრობენ, რომლებიც მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. აქციას უერთდებიან ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა, თუმცა რა მიზეზით ჯერჯერობით უცნობია.
გათავისუფლებული თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ მათი სამსახურიდან გაშვების მიზეზი გაფიცვას უკავშირდებოდეს.
"მე აქ ვმუშაობდი, მე ვარ აქ ყოფილი თანამშრომელი. მქონდა 6 თვის ვადა და ალბათ დაემთხვა, რომ გაფიცვიდან რამდენიმე დღით წერილობით გამიშვეს სამსახურიდან... უბრალოდ ვდგავარ ამ ბიჭებთან. მხარს ვუჭერ ბოლომდე" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციას სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა.
მოგვიანებით კი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა განაცხადა, რომ გაფიცულთა მოთხოვნის შესრულება - ხელფასების 100%-ით ზრდა - ამ ეტაპზე შეუძლებელია.