თბილისში საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გაქურდეს. წაღებულია ბუცები, ფორმები და გეტრები. მძარცველმა სავარჯიშო და სათამაშო ეკიპირებასთან ერთად, სტადიონის გასახდელიდან ძვირადღირებული მოწყობილობებიც წაიღო.
კლუბის ფეხბურთელებს ხვალ საქართველოს თასის ნახევარფინალი აქვთ.
ქურდობის ფაქტი დაადასტურეს კლუბ "საბურთალოს" პრესსამსახურშიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.