თბილისში 2 წლის ბავშვზე ძალადობის გამო ძიძა დააკავეს. დაკავებული ერთ-ერთ ოჯახში 2 ძიძასთან ერთად 5 მცირეწლოვანს უვლიდა.
გამოძიების ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. სისტემატურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე.
ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სამართალდამცველებს ბრალდებულთან ერთად მომუშავე ორმა ძიძამ მიაწოდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.