გაქცეული პატიმრების საქმე | დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი

გამოქვეყნდა:

გაქცეული პატიმრების საქმეში ბრალდებულთა წრე ფართოვდება - დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.

დღესვე საქალაქო სასამართლო იმსჯელებს ერთ-ერთი გაქცეული მსჯავრდადებულის ძმის - ავთანდილ თათარაშვილისთვის აღკვეთის შეფარდებაზე. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

"სწორედ ეს არის სადაო საკითხი, რომ ჩემმა კლიენტმა იცოდა, თუ არ იცოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ეს გასარკვევია. [თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში არ იმალებოდა მისი ძმა და კიდევ ერთი პატიმარი?] არა, სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მოგცემთ დანარჩენ კომენტარს", - თქვა თათარაშვილის ადვოკატმა.

"ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი საავადმყოფოში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილი. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

მანამდე, 4 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი გაქცეული მსჯავრდებულის, გუჯა თათარაშვილის ძმა, ავთანდილ თათარაშვილი დააკავა. 2 ნოემბერს დააკავეს საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატრიაშვილი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი