სენაკში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

სენაკში 8 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე  წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია და ადგილზე მყოფ პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები და ფული გასტაცა. თავდასხმის შემდეგ, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ჩხრეკისას ყაჩაღური გზით მოპოვებული მობილური ტელეფონი,  მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა ამოიღეს. ნივთმტკიცებები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი