ვაკის პარკის საქმე | მერიის ყოფილ მაღალჩინოსანსა და დაკავებულ ექსპერტს პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტი ვახტანგ ლონდარიძე -  დამნაშავედ ცნო. გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ლონდარიძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სასამართლომ გიგა გიგაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში, ხოლო ლონდარიძე ყალბი ექსპერტიზის დასკვნის დამზადება-გამოყენებაში. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაითვალისწინა.

მოსამართლე გიზო უბილავამ დაადგინა "გრინსერვის პლუსის",  შპს "მშენექსპერტისა" და "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" კანონდარღვევებიც, მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმების - 250 000, 100 000 და 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა. 2 მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი - დაშავდა. აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი