კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს პატიმრობა შეეფარდა | საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს გირაო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.  პროცესს სამიდან ორი დაკავებული ესწრებოდა.

სასამართლომ ასევე იმსჯელა გაქცეული მსჯავრდადებულის - გუჯა თათარაშვილის - ძმის - ავთანდილ თათარაშვილისთვის აღკვეთის შეფარდებაზე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდების მხარემ გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. 

კაცს 3 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

ცნობისთვის, თბილისში, "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი საავადმყოფოში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილი. სამივე გაქცეული მეორე დღეს დააკავეს.  საქმეზე 2 ნოემბერს დააკავეს საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატრიაშვილი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

კიდევ ერთი დაკავებული ბადრაგის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი