ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ცოლ-ქმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, მათ ცხელების ცენტრს მიმართეს, ანალიზების აღების შემდეგ კი კოვიდ-19 დაუდასტურდა. პაციენტები ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 14 პაციენტი მკურნალობს.
23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა არ დამატებულა.