კლინიკიდან გაქცეული მსჯავრდებულების საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდა. დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი, რომელიც ბრალს აღიარებს. ირკვევა, რომ რეზო იასაშვილმა დაინახა, თუმცა არაფერი გააკეთა პატიმრების შესჩერებლად, მაშინ, როდესაც ისინი გაქცევს ცდილობდნენ. ციხეში დაბრუნებულ მსჯავრდებულებს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რამდენიმე წლის გატარება მოუწევთ. საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო თვის ბოლოს გამოაცხადებს.